ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

როდემდე უნდა იყოს პოლიტიკური სივრცე დაბინძურებული?! – ყაველაშვილი პარტიების აკრძალვაზე

როდემდე უნდა იყოს პოლიტიკური სივრცე მუდმივად დაბინძურებული და როდემდე უნდა ვიაროთ მუდმივად ერთ წრეზე?! რას ნიშნავს მაშინ სახელმწიფო ინსტიტუციები, სახელმწიფო თუ არ რეაგირებს ასეთ გამოწვევებზე. როცა ასე მიზანმიმართულად, გარედან დაფინანსებული ქმედებებით აზიანებენ პოლიტიკურ სივრცეს. მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. 

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, გარდაუვალია, რომ ასე არ მოხდეს და სხვანაირად ვიფიქროთ, რაც სეეხება ამ პარტიებს, მოდი, მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რა განაჩენს გამოიტანს.

ამბობს ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.

კომენტარები