4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დათაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი 29 ოქტომბერს შეუცვალა.
ადვოკატების და ოჯახის ცნობით, ციხეში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის დამძიმდა, მას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.
დათაშვილს საპატირმოს დატოების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





