სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ანრი კვარაცხელიას საქმეზე პროკურორის და დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი 4.5-წლიანი პატიმრობის განაჩენი.
ცნობისთვის, პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.
აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას რეჟიმმა 18 ივლის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
16 ივნისს სასამართლოზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც კვარაცხელიას საქმეში არსებულ კადრებზე დაცვის მხარის თხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა.
მოწმის განცხადებით, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებში, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მტავარი მტკიცებულებაა, შეუძლებელია ანრი კვარაცხელიას ამოცნობა.
როგორც ექსპერტმა განაცხადა, მასალას ხარისხის გასაუმჯობესებლად სპეციალური სამუშაოები ჩაუტარეს, თუმცა პირის ამოცნობა მაინც ვერ მოხერხდა.





