აქციებზე დაკავებულები

სააპელაციომ დავით ხომერიკის განაჩენი ძალაში დატოვა

დავით ხომერიკი

დავით ხომერიკის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.

ხომერიკს რეჟიმმა 15 აგვისტოს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას. პროკურატურის მტკიცებით, ხომერიკი აფეთქებას ამზადებდა.

კომენტარები