აქციებზე დაკავებულები

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დაკავებულ პოეტს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები