ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა:
"რუსეთი კატეგორიულად გმობს ნებისმიერ არალეგიტიმურ, ცალმხრივ იძულებით ზომებს. სულ უფრო მეტი ქვეყანა იზიარებს ამ მიდგომას. რა თქმა უნდა, EU-ს სანქციების პაკეტს ჩვენი მხრიდან ქმედითი ხისტი ნაბიჯები მოჰყვება".
ზახაროვას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაეფექტურობაში თავად ევროკავშირიც დარწმუნებულია და მაგალითად მოჰყავს კაია კალასის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა უკვე იწყება.
"გამოდის, რომ ბრიუსელშიც კი არ სჯერათ რუსეთზე სანქციური წნეხის, მაგრამ ჯიუტად აგრძელებენ ევროკავშირისთვის თვითდამაზიანებელ კურსს". – თქვა ზახაროვამ.
საგარეო საქმეთა სპიკერის აზრით, სანქციებით ზარალდება მესამე სახელმწიფოები და თავად ევროკავშირი და არა რუსეთი.





