აქციების კანონი

ფორმულა: რეჟიმი კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს ჟურნალისტების დევნისთვის იყენებს

ტელეკომპანია ფორმულა ჟურნალისტის, ცირა ჟვანიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ფორმულას ჟურნალისტების დევნა გრძელდება. დღეს, 21 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი, ცირა ჟვანია.

6 და 5 დღით ციხეში უკვე ჩასვეს ფორმულას წამყვანები ვახო სანაია და ქეთა ციციქიშვილი. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას.

მისი თანამშრომლების დაკავებას ფორმულა განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "გზის გადაკეტვისთვის" დაკავებულ ფორმულას ჟურნალისტებს, ვახო სანაიას 6-დღიანი, ხოლო ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები