ყველამ იცით, რომ ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა, პირდაპირ მხარს უჭერენ საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობებს - ეს უნდა შეიცვალოს.
ბოლომდე ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს.
ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ძალიან ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან.
წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის შუააზიის ქვეყნები, სამხრეთკავკასიის ქვეყნები და ერთადერთი ვინც არ მიიწვიეს, არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველოა ყველაზე არადემოკრატიული - ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია - კატასტროფაა.





