ევროპაში პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა PURL-ის ინიციატივა გავაფართოვოთ და გავზარდოთ აშშ-ში დამზადებული შეიარაღების, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რიგი შორი მოქმედების თავდასხმითი შესაძლებლობების, შესყიდვა. შემდეგ კვირას ევროპელ პარტნიორებთან PURL-ის ინიციატივაში ახალი წვლილის შეტანის თაობაზე ვილაპარაკებთ. ამასთან, რამდენიმე ქვეყანასთან შეიარაღებისა და თავდაცვის ტექნოლოგიების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს ვამზადებთ. ჩვენი შესაძლებლობები გაფართოვდება. ამჟამად ოფისის გუნდი საბოლოო სახეს აძლევს შეთანხმებას, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრ იულია სვირიდენკოსა და მთლიან გუნდს, რომელიც უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ენერგიის მხარდაჭერაზე მუშაობდა. დღეს ამის შესახებ ანგარიშები წარადგინეს. როგორც აშშ-სთან, ისევე სლოვაკეთთან მნიშვნელოვანი შედეგები მიიღწია. ჩვენს სხვა პარტნიორებთან ასევე ენერგეტიკის შესახებ საერთო ხედვას ვიზიარებთ. ევროპაში რუსული ენერგორესურსები არ უნდა იყოს და ამერიკიდან გზავნილები ახლა ნათელია - მზად არიან, რომ ევროპას რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი აირი და ნავთობი მიაწოდონ, რათა რუსული მიმწოდებლები ჩანაცვლდნენ. ჩვენს რეგიონს საკმარისი ინფრასტრუქტურა და პოტენციალი აქვს, რომ ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში გაცილებით მატი წვლილი შეიტანოს. აშშ-ს ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურასთან, ბირთვული ენერგიის წარმოებასთან და სხვა რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით წინადადებები წარვუდგინეთ. ამჟამად დეტალებზე ვმუშაობთ და უკვე თითქმის ყოველ დღე ლიდერებთან გვაქვს კომუნიკაცია, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთზე ზეწოლის, სწორი ზეწოლის, შესახებ ევროპაში ყველა ჩვენგანს საერთო პოზიცია გვაქვს. აგრესორს არაფერს ვაჩუქებთ და არაფერს დავივიწყებთ. თვალნათლივ ვხედავთ: რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა. შესაბამისად, ევროპაში გრძელვადიანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგები გვჭირდება, როგორც მოკლე, ისევე გრძელ ვადაში, იმისთვის, რომ ხალხმა იცხოვროს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: ევროპაში რუსული ენერგორესურსები არ უნდა იყოს, ამერიკიდან გზავნილები ნათელია
tbl.ge/7cg5
დაკოპირდა

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიაშშვაშინგტონითეთრი სახლიტრამპის ადმინისტრაციაუკრაინაენერგეტიკარუსული ენერგეტიკარუსული ენერგიავოლოდიმირ ზელენსკიზელენსკიევროპა
ამავე თემაზე
- ზელენსკი პუტინს: ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ
- ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს
- ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე: აშშ-ს ქმედებებიდან გამოდის, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად იქცა
- რუბიო: რუსეთმა სამხედრო გზით, შესაძლოა, ვერასდროს მიაღწიოს იმას, რასაც შეხვედრებზე ითხოვენ
- უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო




