რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ჯერჯერობით მისთვის Tomahawk-ების მიწოდებას არ აპირებს

ორი ინფორმირებული წყარო Axios-ს უყვება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ აპირებს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

წყაროების თქმით, ტრამპმა შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა, რომ ამჟამად მისი მთავარი პრიორიტეტი დიპლომატიაა და ის ფიქრობს, რომ Tomahawk-ების მიწოდებამ შესაძლოა ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.

შეხვედრაზე ტრამპმა ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს დიპლომატიური გადაწყვეტის წინადადება ომის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას გულისხმობს.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრა "მარტივი არ ყოფილა", ხოლო მეორემ უბრალოდ თქვა:
"ცუდი იყო".

ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მათ Tomahawk-ებზე ისაუბრეს, თუმცა აღნიშნა, რომ მან და ტრამპმა გადაწყვიტეს, ეს თემა საჯაროდ არ განეხილათ, რადგან აშშ სურს თავიდან აიცილოს ესკალაცია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპტიმისტურად არის თუ არა განწყობილი Tomahawk-ების მიღებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ასე უპასუხა - "რეალისტურად ვარ [განწყობილი]".

კომენტარები