რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის წარმომადგენელი აშშ-რუსეთს შორის 'პუტინი-ტრამპის გვირაბის' აშენების იდეით გამოდის

პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი
CNN

უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი X-ზე ამერიკელ მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს მიმართავს წინადადებით, რომ ბერინგის სრუტის ქვეშ, აშშ-მ და რუსეთმა ქვეყნების დამაკავშირებელი გვირაბი ააშენონ, რომელსაც "პუტინი-ტრამპის გვირაბი" დაერქმევა. 

დმიტრიევის თქმით, 112-კილომეტრიანი გვირაბი "ერთიანობის სიმბოლო" იქნება, ხოლო მასკის Boring Company-ის მეშვეობით პროექტის ხარჯი $65 მილიარდიდან შესაძლოა, $8 მილიარდამდე შემცირდეს. ის ასევე წერს, რომ პროექტის დაფინანსება მოსკოვისა და "საერთაშორისო პარტნიორების" ჩართულობით შეიძლება. 

X-ზე გავრცელებულ პოსტს დმიტრიევმა პროექტის მონახაზის სურათიც დაურთო: 

პუტინის წარმომადგენელი ამ იდეით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 16 ოქტომბერს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შედეგადაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა უკრაინაში ომის დამთავრების გზა გამონახონ. 

კომენტარები