სუს

გამოძიებით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება – სუს TV იმედის 45 წუთით გათიშვაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედის 45 წუთით გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიებით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

უწყების ცნობით, ანალოგიური საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში საქმეზე გამოძიება შეწყდება.

"ტელეკომპანია იმედის და ჰოლდინგში შემავალი არხების - მაესტროსა და ჯიდიესის მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება." - წერია სუსის განცხადებაში. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს TV იმედის მაუწყებლობა 45 წუთით შეწყდა, საქმეზე ტელეკომპანიის მიმართვის საფუძველზე სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

კომენტარები