რუსული რეჟიმი

სუს: იმედის მომართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დავიწყეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყეს - ამის შესახებ ივანიშვილის უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა.

"ტელეკომპანია "იმედის" მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. "ტელეიმედთან" ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - "მაესტროსა" და "ჯიდიესის" შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები." - წერს უწყება.

თავდაპირველად, ტელეკომპანია იმედმა განცხადება გაავრცელა, რომ "მაუწყებლობა დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს."

კომენტარები