ქართული ოცნების პოლიტიკა

ზარქუა ეუთოს თავმჯდომარეს: თავი შეირცხვინეთ, ელაპარაკეთ რადიკალებს და დაასრულეთ ვიზიტი

ის, რაც ეუთოს მოქმედმა ხელმძღვანელმა და ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრა, არაფერში წერია. ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის, დიპლომატიური მანდატის. რა გააკეთა?! რადიკალებთან ერთად დადგა რუსთაველზე, სადღაც 20-30 კაცი იყო.

ბუნებრივია, რეაგირება იქნებოდა სწორი და ადეკვატური ჩვენი ხელისუფლებისგან. ის შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი, ბუნებრივია, ჩაიშლებოდა და ჩაიშალა კიდეც.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას, ძალიან აცდენილი არიან ისინი თავიანთ მანდატებს, როგორც ნაწილი ელჩებისა, ასევე თვითონ. ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც მიდიხარ რუსთაველის "პროსპექტზე" რადიკალებთან, თან ცრუობ და ამბობ მშვიდობიანი მომიტინგეები არიანო. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნენ, ქალბატონო ელინა. თქვენს ქვეყანაში, ფინეთში რადიკალებს ამის მეათედი რომ გაებედათ და მერე ჩასულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ რადიკალებთან დამდგარიყო, მოგეწონებოდათ?! ეს ჩაიდინეთ თქვენ.

შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი. თავი შეირცხვინეთ, დაარღვიეთ ის მანდატი, რითაც აქ ჩამოხვედით. როდესაც ჩამოდიხართ აქ ეუთოს თავმჯდომარის მანდატით და ამავდროულად, ხართ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება გმართებთ. შერცხვენილი ხართ და თქვენთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ, IPN-ის ცნობით.

ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა იმის გამო გააუქმა, რომ ის გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა. 

კომენტარები