საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი EU-ზე: ხელი გაწვდილია, ამის გარდა, არ ვიცი, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს

ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, გაჯანსაღება და თუ რაღაც ახალი ფურცლიდან დაწყება, რისი საჯაროდ გაცხადებული მზაობაც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, რაც არაერთხელ ითქვა მაღალი თანამდებობის პირებისგან, ეს მზაობა არ კმარა დღეს ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მეორე მხრიდანაც უნდა იყოს გარკვეული გაგნება, თუ შეგნება იმისა, რომ მათ შეეშალათ, მათ შეეშალათ საქართველოსთან მიმართებაში, თუნდაც შეფასებაში, თავი რომ დავანებოთ ქმედებებს, განცხადებებს, დაფინანსებებს. [...] 

დღეს რა უნდა გაკეთდეს აქეთა მხრიდან, მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ მეტი გააკეთოს, გარდა იმისა, რომ ხელი გაწვდილია მეგობრობის, პარტნიორობის, საჯაროდ ნათქვამია, რომ მზაობაა ახალი ფურცლიდან, სტატუს-კვოს თუ კიდევ იმის წინა მდგომარეობის აღსადგენად, ან კიდევ უკეთესის გასაკეთებლად, მაგრამ ეს უნდა იყოს თანასწორუფლებიან საწყისებზე და არა ჭკუის დამრიგებლის, თუმცა ურთიეთობებში ჭკუის დარიგებაც მოსულა, ეს არ არის უკადრისობა ჩვენი მხრიდან, გააჩნია რა მიზნისთვის და როგორ აკეთებენ.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი გადაცემა უცნობის კიდობაში.

კომენტარები