მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენც აგვკრძალავენ, სხვა ყველაფერი რომ გადავდოთ რა ხდება ამ ქვეყანაში და რა კურსსაც ჩვენ ვატარებდით ძალიან მკაფიოდ, თუნდაც იმიტომ, რომ თეა წულუკიანს, ვის მიერ შექმნილი დასკვნის და თეორიის საფუძველზეც უნდა აგვკრძალონ ყველა, აქვს ნახსენები ლელო მინიმუმ 4-ჯერ, რაც მე მაქვს მოსმენილი და მე მათ ძალიან იშვიათად ვუსმენ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც იმ 9 წლის განმავლობაში არ ყოფილან პოლიტიკაში ჩართული და არ ჰქონიათ არავითარი კავშირი, გარდა ძალიან ზოგადისა, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც იძიებდა ეს კომისია, იმასაც არ იძიებდა, ხაზი მინდა გავუსვა. [...]
მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ რა თქმა უნდა, ახლავე თუ ოდნავ გვიან, მოგვადგებიან ჩვენც და მიადგებიან ყველა ქართველს. [...]
ახლა ხდება 2 რამ, ერთი მხრივ იზღუდება სივრცეები, სადაც შეიძლება რომ პოლიტიკური იყო, მეორე მხირვ, იზღუდება პოლიტიკურობის შინაარსი. სულ უფრო რეპრესიული ხდება რისი გაკეთება შეგიძლია და რისი არა. ნიღბები არის კარგი მაგალითი ამისთვის.





