ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელელი მძევლები ჰამასის ტყვეობაში ყოფნის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

IDF

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის 2-წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ავინათან ორი თავის შეყვარებულს, ნოა არგამანის შეხვდა, რომელიც ასევე ტყვეობაში იმყოფებოდა და 2024 წელს გათავისუფლდა.

ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ მიჰყავთ ტერორისტებს არგამანი მძევლად მოტოციკლის მეშვეობით, რა დროსაც ის ხელებს იშვერს თავისი შეყვარებულისკენ, რომელიც ასევე შეიარაღებულ პირებს მიჰყავთ ღაზისკენ.

ორივე მათგანი ჰამასმა მძევლად ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე აიყვანა, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 360-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და დამატებით 40 მძევლად აიყვანეს. 2024 წელს გათავისუფლების შემდეგ არგამანი სხვა მძევლების გასათავისუფლებლად კამპანიაში იყო ჩართული.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობაში ცოცხლად მყოფი ბოლო 20 მძევალი 13 ოქტომბერს გათავისუფლდა.

Channel 12-ის ინფორმაციით, ომის განმავლობაში ავინათანი ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მათ შორის, ხანგრძლივი შიმშილობის ქვეშაც. თავდაპირველმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მან საკუთარი წონის 30-40% დაკარგა. 

კომენტარები