ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ბოლო 13 მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. ინფორმაციას ებრაულეონოვანი მედია ავრცელებს.
შესაბამისად, 738 დღის შემდეგ ჰამასის ტყვეობიდან ყველა ცოცხალი მძევალი გათავისუფლებულია.
მანამდე, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობიდან გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელმა ჯვარმა IDF-ს უკვე გადასცა.
გათავისუფლებულ მძევლებს რეიმის საველე ჰოსპიტალში წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.





