აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თვითმფრინავი თელ-ავივში დაეშვა მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ პირველი შვიდი მძევალი 738-დღიანი ტყვეობიდან გაათავისუფლა.
წითელ ხალიჩასთან ტრამპს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი და მათი მეუღლეები დახვდნენ.
თელ-ავივში აშშ-ს პრეზიდენტის თვითმფრინავის დაჯდომისას ბენ გურიონის აეროპორტის საკონტროლო კოშკმა ტრამპს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის ვიზიტს "ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხისთვის ასეთ დროს."
ტრამპი ახლა თავის მანქანაში ნეთანიაჰუსთან ერთად ქნესეთისკენ მიემართება, სადაც ის სიტყვით გამოსვლას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენ 13 მძევალს ჰამასი ღაზის სექტორის სხვა ნაწილებიდან დღეს დილითვე გაათავისუფლებს.
ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი
ტრამპი ისრაელში ჩავიდა და ქნესეთისკენ მიემართება, სადაც სიტყვით გამოსვლას აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში, 13 ოქტომბერი, 2025 წ.




