რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, ტრამპთან "ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში, 18 აგვისტო, 2025
AFP via Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ტრამპს ჰამას-ისრაელს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მიულოცა და მასთან უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხიც განიხილა.

"ტრამპს მისი წარმატება მივულოცე ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებაში, რომლის უზრუნველყოფაც მან შეძლო, რაც შესანიშნავი მიღწევაა. თუ ომის შეჩერება ერთ რეგიონში შეიძლება, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა ომების შეჩერებაცაა შესაძლებელი - მათ შორის, რუსეთის ომი." - დაწერა მან X-ზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ აცნობა. მისი ითქმით, აფასებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მზადაა, უკრაინას დახმარება გაუწიოს. 

"ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც კონკრეტული შეთანხმებები, რათა უზრუნველვყოთ ამაზე მუშაობა." - წერს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "რუსულ მხარეს რეალურ დიპლომატიაში ჩართვის მზადყოფნა უნდა არსებობდეს - ამის მიღწევა ძალითაა შესაძლებელი". 

კომენტარები