დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ნიუ იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს თაღლითობის მუხლით ბრალდებები წაუყენეს

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი, ლეტიცია ჯეიმსი

ნიუ იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს საბანკო თაღლითობის მუხლით ფედერალური ბრალდებები წაუყენეს. მედიის ცნობით, საქმე ეხება ბინის იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობას.

პროკურორები ჯეიმსს სავარაუდო საბანკო თაღლითობასა და ვირჯინიის შტატში, სახლის იპოთეკური სესხის შესახებ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებენ. ჯეიმსის თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა.

"დონალდ ტრამპი ფედერალურ სამართალდამცავ უწყებებს მისი ნების აღსრულებას აიძულებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა როგორც ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და თავად პრეზიდენტის საჯარო განცხადებები აშკარად ცხადყოფს, რომ მისი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად". - თქვა ჯეიმსმა.

ამასთან, ამერიკელი პროკურორი, ლინდსი ჰალიგანი, რომელიც ამ საქმის განსახილველად არის დანიშნული, აცხადებს, რომ "კანონზე მაღლა არავინ დგას" და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯეიმსს შესაძლოა 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

ლეტიცია ჯეიმსის პირველი სასამართლო სხდომა ნორფოლკში 24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები