ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: ოცნების კანდიდატების გამარჯვება ადასტურებს მათ სანდოობასა და პროფესიონალიზმს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

ლუკაშენკომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მიმართა:

"ქართული ოცნების კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტისადმი მათ შესაბამისობას, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. ასევე მეტყველებს თქვენს მიერ აღებული ქვეყნის განვითარების სუვერენული კურსის ფართო მხარდაჭერაზე და საზოგადოების კონსოლიდაციაზე".

ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა ბელარუსის სურვილს გააფართოოს ურთიერთობა და მეგობრობა საქართველოსთან.

"ვვარაუდობ, რომ ხალხის რჩეულები ბელარუსულ-ქართული ურთიერთობების კავშირების გაფართოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ხელს შეუწყობენ ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციას". – წერია ლუკაშენკოს მილოცვაში.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა კობახიძეს ჯანმრთელობა და საპასუხისმგებლო სახელმწიფო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები