ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.
"რუსი ხალხი მყარად უკავშირებს თქვენს სახელს მნიშვნელოვან სოციალურ მიღწევებს, დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, მამულის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გამყარებას, რუსეთის ავტორიტეტისა და როლის ზრდას მსოფლიოში". – წერს ბელარუსის პრეზიდენტი.
ლუკაშენკომ პუტინს ასევე ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ახალი წარმატებების მისაღწევად ულევი ძალა და ენერგია უსურვა.
2025 წლის 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს 73 წელი შეუსრულდა.





