რუსული რეჟიმი

კობახიძე: არ შეიძლება, 110-მა კაცმა 1 110 000 კაცს ქუჩა გადაუკეტოს

1 110 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სანი, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისმხება ყველა უცხოური აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას.

ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის, ამისათვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი.

არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიცაა "ფარი", "ერთობა" და ასე შემდეგ, ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც, სხვა დაჯგუფებებთან ერთად, გასული ერთი წლის განმავლობაში 100, 50, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა ხდებოდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. არ შეიძლება, 110-მა კაცმა 1 110 000 კაცს ქუჩა გადაუკეტოს.

მიზანი რა იყო ამ ყველაფრის? მიზანი იყო სახელმწიფოს, ქვეყნის და ეკონომიკის დაზიანება. ამას წარმატებით ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს რაღაც მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ.

რა თქმა უნდა, 1 110 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი დემოკრატიული პოლიტიკურ სისტემა.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები