ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ქართულმა ოცნებამ ხმების 80.786% მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ძლიერი საქართველო - ლელომ ხმების 6.782% მოიპოვა. მესამე ადგილი გირჩმა ხმების 3.303%-ით დაიკავა, ხოლო პარტიამ გახარია საქართველოსთვის კი ხმების 3.86% მიიღო, კონსერვატორები საქართველოსთვის კი - 2.768%.
გარდა ამისა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ ხმების 70.15% მოიპოვა, ძლიერმა საქართველომ - ლელომ - 10.054%, ხოლო გირჩმა მესამე ადგილი დაიკავა ხმების 7.498%-ით. პარტიამ, კონსერვატორები საქართველოსთვის ხმების 4.321% მიიღო, გახარია საქართველოსთვის კი - 3.199%
ამჟამად, ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ხმების 97.945% არის დათვლილი.





