თვითმმართველობა 2025

კალაძე ჟურნალისტს: კახა კალაძემ მიიღო 71%, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე

მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. [...] მივიღე 215 370 ხმა, ახლა დაჯექით თქვენ და პირველი, მათემატიკაში მოემზადეთ და მერე კიდევ უფრო მეტი გააზრება გჭირდებათ ამ ყველაფრის. [...] 

კახა კალაძემ, თბილისელების მხარდაჭერით, მიიღო 71%, დანარჩენი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. პროცენტები რაზეც თქვენ საუბრობთ, საერთოდ არეულები ხართ, არ გაქვთ ინფორმაცია, არ იცით როგორ ითვლება, რა ითვლება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე, დაანებეთ იმას თავი.

უთხრა კახა კალაძემ TV პირველის ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა რა არის მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ხმა თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 20%-მა მისცა".

ცნობისთვის, კალაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახოლებით 20%-ია. ცესკოს მონაცემების თანახმად, კალაძემ 214 872 ხმა მიიღო.

კომენტარები