ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ელენა ბალდოვსკაია საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება. მასთან ერთად დამკვირვებელია ბელარუსის ცესკოს წარმომადგენელი, ეკატერინა ფედოსენკო.
ბალდოვსკაიას შეფასებით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოებებში იმართება.
"ელენა ბალდოვსკაიას აღნიშვნით, საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა და კომისიების წევრები კარგად არიან მომზადებული." - ნათქვამია ბელარუსის ცესკოს განცხადებაში.
ბელარუსის წარმომადგენლობა თვითმმართველობის არჩევნებს 2021 წელსაც აკვირდებოდა.





