რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: როგორც გამოუცდელი ბავშვი, დაახლოებით ასე იქცევა ბრიუსელი, ხელებს იქნევს

დღეს ევროპას აქვს თავისი პრობლემა, ის მიტოვებულ იქნა თავისი მთავარი მეურვის, აშშ-ს მხრიდან, რომელიც იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი, თუ ევროპის საერთოდ. და რა ხაზსაც დახაზავდა, მისცემდა ამერიკა, ისე მოქმედებდა ევროკავშირი.

ამერიკა ახლა დისტანცირდა, ამბობს, რომ "თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთ". აგერ უკრაინის ომის საკითხიც ევროკავშირის მხრებს დააწვა, და როგორც არასრულწლოვანი, გამოუცდელი ბავშვი, აი, დაახლოებით ასე იქცევა ბრიუსელი, ხელებს იქნევს და არასერიოზულია მისი ქცევები.

მე იმედი მაქვს უბრალოდ, რომ დასერიოზულდება ბრიუსელის პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოს მიმართ და დაფიქრდებიან საერთოდ, რას აკეთებენ, როგორ იქცევიან და დემოკრატიას სცემენ პატივს...

...იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს, და თუ მავნებლობაა, დარწმუნდებიან, რომ ვერ მოხდება მარიონეტებით ჩანაცვლება ხელისუფლებების სხვა ქვეყნებში, ამას აკეთებდნენ სხვა ქვეყნები და იმათმაც ხელი აიღეს ამაზე, მათ შორის აშშ-მ, ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ განზრახვა, სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები ჩაანაცვლონ და რატომღაც ახლა ბრიუსელმა  მოინდომა დიდი ბიჭის როლის მორგება, მსოფლიოს პოლიციელობა და რეჟიმ ჩეინჯების მოწყობა, რაც ვხედავთ, რომ არც გამოსდით და არც სერიოზულად არ ჩანან. 

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი TV იმედზე.

კომენტარები