საქართველო-გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაბარების მიზეზად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა სახელდება. 

"დღეს, საქართველოს რწმუნებული დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ცალსახა გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თბილისში გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეჩერდეს" – წერია განცხადებაში.

კომენტარები