რუსული რეჟიმი

მდინარაძე: სამწუხარო იქნება, თუ კიდევ აღმოჩნდება ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში გარეული

აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები...

ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, პირადად ჩემთვის მათ შორის, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით, თავი გვქონდა და გვაქვს გადადებული, ამ დროს ვიღაცა გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის.

თქვა ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედის ეთერში.

კომენტარები