საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

"ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე  1960  წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული  უცხო ქვეყნის  მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.  

დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ.  სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი  დოკუმენტის  გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები