სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 127-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. მისი განცხადებით, ბოლო შეხვედრიდან 22 ივლისიდან დღემდე, უკანონო დაკავების 7 შემთხვევა იყო.
ცხინავლის ციხეში ამ დროისთვის, საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.
"მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში დაბრუნების საკითხი. პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 23 უკანონო დაკავების შემთხვევა, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 11 თანამოქალაქე, წინა შეხვედრიდან დღემდე 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი. ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საანგარიშო პერიოდში, ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს და ბორდერიზაციამ მოიცვა ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები". - თქვა ანთაძემ.
გარდა ამისა, ანთაძემ ასევე ისაუბრა 27 სექტემბერს, ოკუპანტების მიერ არასრუწლოვნების გატაცებაზე. მისი თქმით, შეხვედრაზე ამ ინციდენტსაც განიხილავენ.
"მთავარია, რომ არასრულწლოვანების სახლში იმყოფებიან, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში 30-40 წუთზეა საბუბარი, მოხდა მათი დაბრუნება". - თქვა ანთაძემ.





