ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა იმართება.

ოკუპირებული ცხინვალის მხარე 11 თვის განმავლობაში შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებდა. თუმცა, ზაზა გახელაძის გატაცების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ გახელაძის გატაცება იქნება.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

დაჭრის შემდეგ ის ცხინვალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, 26 ივლისს კი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები