ერგნეთის შეხვედრა

10 ადამიანი რჩება ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში – ანთაძე

ირაკლი ანთაძე
IPN

"10 ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში" - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. 

"ბოლო ინციდენტი ეს გახლდათ გოდერძი და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი. დაკავება მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტში. 

[...] წინა პერიოდშიც ყოფილა ამგვარი პრაქტიკა, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ ისინი გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან, გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, აღებულია, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები" - თქვა ანთაძემ. 

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის წინა შეხვედრა 23 ივლისს გაიმართა. 

კომენტარები