ერგნეთის შეხვედრა

სუს: IPRM-ის შეხვედრაზე, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა მოვითხოვეთ

11 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 125-ე შეხვედრა გაიმართა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა.

"ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხზე. მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, რომლებიც ბოლო პერიოდში იდენტიფიცირდა.

განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 21 ივლისს გაიმართება.


2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.

კომენტარები