ზელენსკიმ და ზოგადად დიფ სთეითმა რომ საქართველო დაკარგა, ამაში, მე მგონი, ცუდი არაფერი არ არის. ის, რომ დიფ სთეითს, გლობალური ომის პარტიას, მათ შორის, სამწუხაროდ ზელენსკის, რომელიც შემადგენლობაშია დიფ სთეითის და რომელიც თავის ხელისუფლებასთან ერთად უსურვებდა საქართველოს ბავშვების და ქალების დახოცვას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ომმა დაკარგა საქართველო, LGBT პროპაგანდამ დაკარგა საქართველო, სამაგიეროდ, საქართველო შეიძინა მშვიდობამ, შეიძინა ცივილიზაციამ, ტრადიციებმა, რწმენამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის იქ, სადაც არის რწმენა, ტრადიციები, მშვიდობა.
tbl.ge/7bgk
დაკოპირდა

ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული".
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი ოქრიაშვილზე: ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა
- "არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიან საპატიმრო გირაოს მოითხოვს
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელი: დავისაჯო, მაგრამ აგენტების ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ




