2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები

კალაძე ელისაშვილს: წარმოუდგენელია, მერობა უნდა მუნიციპალიტეტის მუშაობის გასაჩერებლად

წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს, უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ის ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები, რომლებიც ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა.

წარმოუდგენელია, ამ ტიპის განცხადებები, იმდენად აბსურდულია. ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო ყველაფერი გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო. საზოგადოებას ხომ გამოაქვს დასკვნა პოლიტიკოსის საუბრიდან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და 4 ოქტომბერს ამომრჩეველი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კუპრაძე მერობის შემთხვევაში გაფიცვებს დააორგანიზებს.

კომენტარები