სტიქია

ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთსა და ბანგლადეშში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეხის დაცემის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი კი გარესამყაროს მოწყვეტილი დარჩა.

ადგილობრივი მედიის ცნოვით, დაზარალებულ რეგიონებში ათასობით პოლიციელი და მაშველი მუშაობს, რომლებმაც ადგილებიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, თუმცა 4 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩება.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ბანგლადეშის ხელისუფლების ცნობით, მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა რეგიონში 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები