ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის ერთ-ერთმა გენერალმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება "გაოგნებული" და "შოკში" იყო 13 ივნისს ისრაელის იერიშების შემდეგ, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს თეირანის ბირთვულ პროგრამას და ორ ქვეყანას შორის 12-დღიანი ომი გააჩაღეს.
ირანული სამთვრობო გამოცემა Jahan News იუწყება, რომ ირანის არმიის სტრატეგიული კვლევებისა და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, აჰმდ რეზა პურდასტანმა აკადემიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ "თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ 12-დღიანი ომის განმავლობაში ჩვენ გაოგნებულნი და შოკში ვიყავით".
შემდეგ კი დაამატა, რომ შოკირებული ირანელი მაღალჩინოსნები "რევოლუციის ლიდერმა გამოაფხიზლა" - აქ სავარაუდოდ, ის ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, გულისხმობდა.





