აშშ-ავღანეთი

ტრამპის თქმით, აშშ ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას "ცდილობს"

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქვეყნიდან გასვლისას, 2021 წელს მიატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა და ოცწლიანი ომის ლოჯისტიკური ცენტრი იყო.

"ჩვენ მის დაბრუნებას ვცდილობთ". - განაცხადა მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ბაზა "დაახლოებით ერთ საათშია იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს".

ტრამპს არ დაუკონკრეტებია მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები თალიბანთან, ან რა კავშირი აქვს ბაზის დაბრუნებას ჩინეთის ბირთვულ პროგრამასთან.

ცნობისთვის, ტრამპს აქამდე ბევრჯერ უთქვამს, რომ ბაგრამის ბაზას არასდროს დათმობდა. 2020 წლის თებერვალში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თალიბანთან დადებულ პირველ შეთანხმებაში ეს სამხედრო ბაზა ნახსენები არაა. ხელშეკრულება აშშ-ს და თალიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა, რასაც თოთხმეტ თვეში ამერიკული ჯარების სრული გაჰყვა უნდა მოჰყოლოდა.

კომენტარები