მე დავწერე, რომ არსებობს ღირებულებითი უფსკრული, რომელიც არსებობს აშშ-სა და ბრიუსელს შორის.
ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ში, რაც მოხდა ადმინისტრაციის ცვლილება, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მხარეს და ვხედავთ, რომ ამ მთლიან პროცესს დღეს ჩამორჩენილია ბრიუსელი - ამოვარდნილია იმ მდგომარეობიდან, რაც არის სამყაროში.
ყველა გმობს ძალადობას, ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს.
ყველა გმობს ანტი-დემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და აფინანსებს იმ NGO-ებს, რომლებიც პირდაპირ გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან.





