4 ოქტომბრის აქცია

4 ოქტომბერს აქციას ვუერთდებით, გვერდით დაგვიდექით - რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან. ამის შესახებ სინდისის პატიმრების დედების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. 

"ჩვენ, პატიმრების ოჯახის წევრები, ყველას, საზოგადოებას გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გვერდით დაგვიდგეთ და 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ჩვენთან ერთად იყოთ. 5 ოქტომბერს გამარჯვება აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ.

ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება უნდა დათმოს - დათმოს ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც დღეს საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენც, პატიმრების ოჯახის წევრები, პირველ რიგში, საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით, რადგან ჩვენი ქვეყანა ისევ რუსეთის კლანჭებში მოქცეული არ უნდა იყოს. გავიმარჯვებთ სახელოვნად". - თქვა რეჟიმის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.

კომენტარები