ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.
"ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს [...] ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი, მართალი და უშიშარი [...] ის სრულიად უკომპრომისოა და ყოველთვის ბრძოლას ირჩევს. ამ რეჟიმს სწორედ ასეთი პრინციპული, უშიშარი, მებრძოლი და მართალი ადამიანების ეშინია". - თქვა ბოკუჩავამ.
ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება.





