აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული, სავარაუდოდ, მეგი დიასამიძეა

მეგი დიასამიძე

კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული, სავარაუდოდ, 2002 წელს დაბადებული მეგი დიასამიძეა  - ამის შესახებ Facebook-ზე მისი და, ნელი დიასამიძე წერს. 

"დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე!

დამხობა რეჟიმს!" - წერს მოქალაქე ნელი დიასამიძე.

10 სექტემბერს, ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს - 2 ჯგუფური ძალადობის, ხოლო 1 სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით. 

"ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა." - წერია განცხადებაში.

კომენტარები