აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

კალაძე: ბანერების დაზიანებას კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება

ამ დაჯგუფების მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არაა. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ამ ტიპის ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს.

რაც შეეხება უშუალოდ ბანერების დაზიანებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება. არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ერთმანეთს ხელი შეუშალონ, კამპანიის დროს საარჩევნო შტაბს მიუვარდნენ. ქართული ოცნების შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 9 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან გამართული აქციის დროს, მის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნება" დააწერეს, რაზეც შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აძღრა.

კომენტარები