აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

შსს-მ კალაძის ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერის გამო გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს. ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება ორი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯერ ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, ქართული ოცნების წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე - კიდევ ერთი, წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით.

დღეს, 9 სექტემბერს მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და კვლავ კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ. საპროტესტო აქციას შეუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარშიც.

კომენტარები