პარტია გახარია საქართველოსთვის

ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში - გახარია საქართველოსთვის

გახარია საქართველოსთვის

გახარია საქართველოსთვის განცხადებით, პარტია რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში და მათი პოზიცია საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. 

„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“ - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და შესაბამისი წერილით მანდატშეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. 

ამ საკითხს გამოეხმაურა პარტიის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი და თქვა.- "არაფერი არ შეგვიწყვეტია, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, ეს არის ტექნიკური პროცედურა. ჩვენი პარტია აგრძელებს პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას. ეს ადამიანები გახდებიან და გახდნენ წევრები, რადგან მათ უყარეს კენჭი, მაგრამ ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ ბოიკოტს, ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი, არაფერი საერთო არ აქვს პარლამენტში შესვლასთან, არ შესვლასთან, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, ამის შესახებ თქვენ აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ ეს ხალხი პარლამენტში, ამ ეტაპზე არ შედის."

მომხდარს ასევე გამოეხმაურა პარტიის წევრი სოფიო ხორგუანი, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა რომ რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. 

"სიმართლე კი არის ეს - პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩები. ვიბრძვი ავლაბრის ოლქში (ისანი პირველი) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის.

12 დეპუტატის უფლებამოსილება შეწყდა, შემდეგი 12 დეპუტატის ცნო პარლამენტმა. ვინაიდან კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, შპს-ს დირექტორობა და წილის მართვის უფლება გადავეცი სხვა მოქალაქეს და ეს შევატყობინე პარლამენტს მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რა აზრის ვარ იმ ხალხზე, ვინც იქ სხედან." - წერს ხორგუანი.

კომენტარები