პარტია გახარია საქართველოსთვის

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: პარლამენტს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება

გახარიას პარტიას რაც შეეხება, მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსულები არიან (პარლამენტში) 12 წევრი პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია.

(...)ყველაფერი ჩაიშალა ბოიკოტი, ჩაიშალა დამხობა, რევოლუცია. ღალატის გზაზე როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელების ჭკუაზე ივლის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიაში ასე დამთავრებულა ყოველთვის. ჩვენს თვალწინ მოხდა მოღალატეების პირდაპირ მხილება.

დღეს ვხედავთ, რომ ახლა უკვე მათ ნაცვლად, პირდაპირ უცხოელები გახდნენ ქართული პოლიტიკის მონაწილეები. ასე რომ ვნახოთ, მათი გადასწყვეტია როგორ მოიქცევიან.

(...)საქართველოს პარლამენტს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, მათი ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის დავალება, რაც გარედან მოდის. ასე, რომ ამ მხრივ საინტერესო იქნება. საპარლამენტო სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრების პარლამენტში შესვლაზე. 

კომენტარები