ივანიშვილის პარლამენტმა გახარია საქართველოსთვის პარტიული სიით არჩეული 12 გამოკლებული დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების - გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის - უფლებამოსილება ცნო.
თორმეტივე დეპუტატის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტებს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი.
აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ცესკოსთვის სიების ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. თუმცა, პარტიის 12 დეპუტატი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებდა და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
ივანიშვილის პარლამენტმა მათ უფლებამოსილება 2 ივლისს, "არასაპატიო მიზეზით გაცდენების" გამო შეუწყვიტა.





