რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მერცი: პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინით დაპყრობით არ დასრულდება, ეს მხოლოდ დასაწყისია

Markus Schreiber/AP

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, არამედ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ამის შესახებ მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპა დაასუსტოს.

"ჩვენ ყოველდღიურად და სულ უფრო ინტენსიურად ვხვდებით რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. მოსკოვის პროვოკაციები მიმდინარეობს ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში". - თქვა მერცმა.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის თქმით, "ევროპელებს ისტორიული ამოცანა აქვთ, ააშენონ ახალი თავდაცვის სისტემა, რომელიც მომდევნო დეკადების განმავლობაში გაძლებს".

კომენტარები